saqarTvelos uReltexilebi - xixaTa
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2030 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
აკავშირებს | ჯრუჭულისა და ხეორის ხეობებს |
ამგებელი ქანები | კირქვები მერგელები ქვიშაქვები |
ფლორა | სუბალპური |
უღელტეხილი რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების ჯრუჭულისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობებს.